RSS
 
განახლებადი კატეგორია - "აკაკი წერეთელი (72) " (მოითხოვე შენთვის სასურველი ავტორი ან ლექსი)

Вот и лето прошло

29 აპრ 2015
Вот и лето прошло,
Словно и не бывало.
На пригреве тепло.
Только этого мало.

 
 
 
 

ჯალალედინ რუმი / ყაზალები

12 ნოე 2013
მკვდარი ვიყავ, მკვდრეთით აღვსდექ,
გლოვა ვიყავ, ლხინად ვიქეც,
სიყვარულის ჟამი დადგა,
სიყვარულის ენად ვიქეც...

 
 
 
სრულად წაკითხვა

კატეგორია: უცხოური | ნანახია 1320-ჯერ | მოითხოვე ლექსის mp3

 

ალექსანდრე პუშკინი / პასუხი ფ. ტ.-ს

06 ოქტ 2013
იგი ჩერქეზის ქალი არ არის::
საქართველოში ალბათ აროდეს
არ უნახიათ, ქალი ამგვარი
ყაზბეგის მწვერვალს გამოჰპარვოდეს.

 
 
 
 

ალექსანდრე პუშკინი / ნერეიდა

06 ოქტ 2013
მწვანე ტალღებში, ხმაურით რომ ეხლება თავრიდს,
გამთენიისას ნერეიდას მოვკარი თვალი.
ოდნავი სუნთქვით მყუდროებას არც კი ვარღვევდი,
ვუცქერდი, როგორ ნებივრობდა თითქმის ქალღმერთი,

 
 
 
 

ალექსანდრე პუშკინი / მეოცნებეს

06 ოქტ 2013
მწარე ვნებაში შენ ნახულობ სიამოვნებას,
შენ მოგწონს მწარე ცრემლების დენა.
ამაო ცეცხლით, მხურვალებით არ ღლი გონებას
და გულში ბუდობს ნაღვლიანი და ჩუმი ტკენა.

 
 
 
 

ალექსანდრე პუშკინი / კავკასია

06 ოქტ 2013
მე გადავცქერი კავკასიონს. და ვდგავარ საშიშ
ნაპრალის პირად - მყინვარების და თოვლის ზევით;
გადაღმა კლდეზე წამოფრინდ არწივი რხევით,
მე გამისწორდა და უძრავად ელვარებს ცაში.

 
 
 
 

ალექსანდრე პუშკინი / ჯუკოვსკისადმი

06 ოქტ 2013
როს საოცნებო სამყაროსაკენ
ამაღლებული სული გეწევა,
ქნარი, რომელიც ღმერთებს მოსტაცე,
შენი თითების ელის ხელწერას.

 
 
 
 

ალექსანდრე პუშკინი / ელეგია

06 ოქტ 2013
რა მაგონდება სიხალისე გიჟური წლების,
ვით ნამთვრალევი ვიმღვრევი და უღონოდ ვხდები,
მაგრამ რაც უფრო გადის ჟამი, გულის მდაღველი,
უფრო მაგრდება ღვინოსავით ჩემი ნაღველი
გზა მაქვს მჭუნვარე, საშიშ ზღვაში მერმისის ვრცელის
აწ მარტოოდენ მწუხარება და შრომა მელის.

 
 
 
 

ალექსანდრე პუშკინი / ნუ იმღერ ჩემთან, ლამაზო ქალო

04 ოქტ 2013
ნუ იმღერ ჩემთან, ლამაზო ქალო,
შენ საქართველოს სევდიან ხმაზე,
მე მაგონდება, როცა შენ ჰგალობ,
სხვა ცხოვრება და სხვა სილამაზე.

 
 
 
 

ალექსანდრე პუშკინი / დემონი

28 სექ 2013
როდესაც ჩემთვის იყო ახალი
ყოფნის ყოველი შთაბეჭდილება -
ქალწულთა მზერა, მთები მაღალი,
ღამე ბულბულის ახმატკბილება,
როცა ყოველი დიადი გრძნობა,
თავისუფლება, სახელი, ტრფობა
და შთაგონება ხელოვნებისა
იყო მიზეზი ჩემის გზნებისა, -
მაშინ ბოროტი რაღაც გენია
გახდა ფარულად ჩემი მნახველი,
და იმ წუთებში, რაც მილხენია,
მან შეიტანა შავი ნაღველი.

 
 
 
 
1 2 3 ... 19 20 »
ლექსების რაოდენობა 15 თებერვლის ჩათვლით - "2381" (მოითხოვე შენთვის სასურველი ავტორი ან ლექსი)