RSS
 
განახლებადი კატეგორია - "აკაკი წერეთელი (72) " (მოითხოვე შენთვის სასურველი ავტორი ან ლექსი)

პატარა ხალხური ლექსების პოპული

29 მაი 2012
* * *

ათასად კაცი დაფასდა,
ათიათასად ზრდილობა.
თუ კაცი თვითონ არ არის,
რას არგებს გვარიშვილობა.

* * *

არ გათეთრდება ყორანი,
რაც უნდა ხეხო ქვიშითა.
მტერნი არ შეგვიბრალებენ
ტირილითა და ვიშითა.

 
 
 
სრულად წაკითხვა

კატეგორია: ხალხური | ნანახია 2631-ჯერ | მოითხოვე ლექსის mp3

 

სერზე მიდის სამი მგელი

29 მაი 2012
სერზე მიდის სამი მგელი,
ტუჩმოკლე და კუდაგრძელი,
ერთმანეთს ეუბნებიან:
„ჭალას არის ლურჯა ცხენი,
ერთმა თავსა დავურბინოთ,
ორმა გავას გავკრათ ხელი,
პატრონს კაცი გავუგზავნოთ,
ნუღარ უნდა ბზე და ქერი.

 
 
 
სრულად წაკითხვა

კატეგორია: ხალხური | ნანახია 1242-ჯერ | მოითხოვე ლექსის mp3

 

შავლეგო

29 მაი 2012
შავლეგ შენი შავი ჩოხა, შავლეგო,
სისხლში გაგიხამებია, შავლეგო,
ყაწიმები გიხდებოდა, შავლეგო,
მტერთან ბრძოლა გიხდებოდა, შავლეგო,
მაშველი არ გჭირდებოდა, შავლეგო,
შავლეგ, შენი შავი ჩოხა, შავლეგო.

 
 
 
 

თხას უთხრეს

29 მაი 2012
თხას უთხრეს: მგელი მამკვდარა!
თხამ ნავარდი ქნა, გაიქცა.
- თხაო, ნუ გაგხარებია,
განა სამგლეთი დაიქცა.

 
 
 
სრულად წაკითხვა

კატეგორია: ხალხური | ნანახია 1085-ჯერ | მოითხოვე ლექსის mp3

 

თამარ მეფე და ხონთქარი

29 მაი 2012
თამარ მეფე და ხონთქარი
მაღალმა ღმერთმა წაჰკიდა,
ზღვაში ჩაუშვა ხომალდი,
ზედ ალმასები დაჰკიდა,
შიგ ჩასხა ქართველთ ლაშქარი
მრავალ წყალობას დაჰპირდა.

 
 
 
სრულად წაკითხვა

კატეგორია: ხალხური | ნანახია 1424-ჯერ | მოითხოვე ლექსის mp3

 

კიდევაც დაიზრდებიან

29 მაი 2012
კიდევაც დაიზრდებიან
ალგეთს ლეკვები მგლისანი;
ისე არ ამოწყდებიან -
ჯავრი შესჭამონ მტრისანი.

 
 
 
სრულად წაკითხვა

კატეგორია: ხალხური | ნანახია 1225-ჯერ | მოითხოვე ლექსის mp3

 

ვაჟკაცსა უნდა უყვარდეს

29 მაი 2012
ვაჟკაცსა უნდა უყვარდეს
სამშობლო, თავის ერია,
არ შედრკეს, თუნდაც ბუზივით
ეხვიოს თავზე მტერია!

 
 
 
სრულად წაკითხვა

კატეგორია: ხალხური | ნანახია 1303-ჯერ | მოითხოვე ლექსის mp3

 
ლექსების რაოდენობა 15 თებერვლის ჩათვლით - "2381" (მოითხოვე შენთვის სასურველი ავტორი ან ლექსი)