RSS
 

***

18 დეკ 2013
ხანდახან მინდა გავექცე ფიქრებს
რომ ეს ცოდვები სადღაც დავმალო
ეს წყეულებიც თავს არ მარიდებს
ვატყობ, ბოლო მომიღო სამყარომ...

ყველგან ღალატი, უწმინდურობა
ცოდვების ზღვაში ლაღი „ტყლაპუნი“
მერე იმდენად უსუსურობა
„მოვინანიო?“ არც გვაქ პასუხი..

ნუთუ ვერ ვხედავთ დავეცით სადამდე
ნუთუ სინდისი არ გაგვაჩნია
ფიქრი ცოდვებზე მუდამ, ყოველდღე
უმაქნისია, არად ვარგია.

მნიშვნელოვანი საქმეა მხოლოდ,
ღმერთს ხომ ვუყვარვართ ცოდვებიანად
მოვინანიოთ, ისიც შეგვინდობს
მის მოწყალებას საზღვარი არ აქვს...

დამატებულია saloo-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია 425-ჯერ

 
avatar