RSS
 

***

26 იან 2016
სულ სხვა ფრთებით ვაპირებდი ფრენას,
თუმც ცხოვრება აღარაფერს მანდობს,
ხან სიყვარულს ავედევნე მძევლად,
ხან ცარიელ და უსახურ ამბორს.
მინდა გავცდე და გავშორდე წარსულს,
არეული როგორც მარტის ქარი,
ხან მზის სხივებს რომ აიყვანს მძევლად,
ხან თოვლით რომ დაუფარავს სახლი.
მინდა ფიქრებს სულ სხვა გზები ჰქონდეს,
მინდა ფრენა, მინდა ..თუმც სხვა ფრთებით !
სულ სხვა გზებზე გადავყვები ღელვას,
და სულ მარტო, მიტოვებულ ფრენით.
ვიფრენ მანამ სხეულს ძალა შესწევს,
ვიფრენ სანამ ტკივილს ვიგრძნობ ძვლებში,
სულ სხვა ფრთებით ვაპირებდი ფრენას,
სულ სხვა წყენა დავიჩემე ჩემში..
დრო გაივლის, დრო წაიღებს ფიქრებს,
თვის ცამეტში განა თარსობს მარტი,
ეჭვიანი და თავნება თვეა,
თოვლს და წვიმას რომ აცეკვებს ქარში.
გადაივლის, ეს თვეც გავა ისე,
როგორც წუთში წამი ცოცხლობს წამით,
წლების შემდეგ არ ვაპირებ მოცდას ,
მე ათასჯერ გადავკეტე კარი.
აღარ მინდა დამგზავრება სხვისთვის,
აღარც მძევლად გადავყვები გრძნობებს,
ფრთა მოტეხილს ისე მიჭირს ფრენა,
ვეხლართები ჭადრის დამჭკნარ ტოტებს.
გადავრჩები მოვიშუშებ ამ ფრთებს,
იმ იარებს სხეულს დარდად რომ აქვს,
ეს გაფრენა არ ყოფილა ჩემი,
არც ეს ფრთები დატეხილი რომ მაქვს !

27/12/15

დამატებულია Giorgi-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: მარიამ კვაჭაძე | ნანახია 478-ჯერ | ექსკლუზივი

 
avatar