RSS
 
განახლებადი კატეგორია - "აკაკი წერეთელი (72) " (მოითხოვე შენთვის სასურველი ავტორი ან ლექსი)

აკაკი წერეთელი / საიდუმლო ბარათი

18 ნოე 2016
საიდუმლო ბარათო!
გითხრეს: “ექმენ მარადო
სიხარულის მიმნიჭედ
და სევდისა ფარადო.”

 
 
 

აკაკი წერეთელი / რუსთაველის სურათზე

21 ოქტ 2016
​სულმნათო! მადლი შენს გამჩენს!
დიდება ერსა შენს მშობელს!
და ძეგლად სამარადისოდ
ნეტარხსენება ამ სოფელს!..

 
 
 

აკაკი წერეთელი / პატარა მურია

20 ოქტ 2016
​რას წუწკუნებს ის პატარა მურია?
ხომ არ ჰშია და ან ხომ არ სწყურია?
ვისი არის და ან სადაურია?
ქუცი, ქუცი! კუდქიცინა მურია!

 
 
 

აკაკი წერეთელი / ნათელა

20 ოქტ 2016
ძველებური ამბავი

შესავალი

ამაღლდით, გრძნობავ, გონებავ!..
ასცილდით მზე და მთვარესა!..
შეუკავშირდით ვარსკვლავებს,
მოციმციმ-მოელვარესა!

 
 
 

აკაკი წერეთელი / მუხამბაზი

15 ოქტ 2016
​რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,
გეფიცები, ტურფავ, შეგიყვარდები!

ცაზედ მზეა, ქვეყანაზედ შენა ხარ!
შეცდომით ძირს ჩამოსული ზენა ხარ!
შაქრის გულო, ბულბულისა ენა ხარ!
სიხარულო, ჩემის ცრემლის დენა ხარ!
ეკლით ნუ მჩხვლეტ... დამიბრუნე ვარდები!
რომ იცოდე ჩემი გულის დარდები!
გეფიცები, ისევ შეგიყვარდები!

 
 
 

აკაკი წერეთელი / მუშური

15 ოქტ 2016
​სიმინდსა თოხნა დავუწყოთ,
ერთხმად დავსძახოთ მუშური;
ეგებ მაშინ დაგვავიწყდეს,
რომ გლეხნი ვართ უბედური!

 
 
 

აკაკი წერეთელი / მუშური

15 ოქტ 2016
ყანაო, მუშის სამოთხევ,
გლეხის დიდებავ, ყანაო!
ცისკრის სხივებმა შეგმოსეს
და ნამმა გადაგბანაო;

 
 
 

აკაკი წერეთელი / მგელი და კრავი

14 ოქტ 2016
​ერთხელ პატარა ბეკეკას
დასცხა და წყალი მოსწყურდა,
მდინარის პირას მიადგა,
წყურვილის მოკვლა რომ სურდა.

 
 
 

აკაკი წერეთელი / იმერული სიმღერა

13 ოქტ 2016
​პატარა საყვარელო,
რისთვის მომიკალ გული?
გალიაში გაგზარდე,
ვით მაისის ბულბული.

 
 
 

აკაკი წერეთელი / ინტერნაციონალი

13 ოქტ 2016
​აღსდეგ, ყოველი მხრის მუშავ!
გაიღვიძე პროლეტარო!
ჩვენვე უნდა მოვუპოვოთ
ჩვენს თავს აწ დრო სანეტარო!

 
 
 
1 2 3 ... 6 7 »
ლექსების რაოდენობა 15 თებერვლის ჩათვლით - "2381" (მოითხოვე შენთვის სასურველი ავტორი ან ლექსი)