RSS
 

აკაკი სურმანიძე / ლექსი ქართული

30 იან 2016
ჩემი სუნთქვაა ლექსი ქართული
სატევარივით წელგამართული.
- პირით ფხიანი,
- ბწკარვეფხვიანი,
ორომტრიალში
ფიცხლად ჩართული.

ჩემი ლოცვაა
ლექსი ქართული
პატიოსნება
შემონახული.
- ტანვაზიანი,
- მაღალზნიანი,
ტაძრის ჩუქურთმად
გამოკვალთული.

ჩემი ხსნა არის
ლექსი ქართული,
ბარემ მოვარდეს
და გადამთელოს.
ლექსმა და ლექსმა
მზით დანამწყემსმა,
უნდა ბუნებით
ისაქართველოს!

დამატებულია Giorgi-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: აკაკი სურმანიძე | ნანახია 461-ჯერ

 
avatar