RSS
 

აკაკი წერეთელი / დამეხსენი, ჩრდილოელო!

18 მარ 2016
დამეხსენი, ჩრდილოელო!
რა მაქვს შენთან საზიარო?
თვით ოხერო, მოუვლელო,
როგორ გინდა მომიარო?
ბუნებისგან დაჩაგრული
განა შესძლებ მეგობრობას?
მოშხამული, ცივი გული
სხვას რას გასწევს, თუ არ მტრობას.
წლიდან წლამდე უცნაურად
გეყინება ტვინი თავში!
უნდა ძალაუნებურად
ეხვეოდე დათვის ტყავში!
-დამეხსენი, ჩრდილოელო!
რა მაქვს შენთან საზიარო?
ნუ, ნუ ჰფიქრობ, ჩემო მწველო,
რომ მფლობელად აღგიარო.

დამატებულია Giorgi-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: აკაკი წერეთელი | ნანახია 470-ჯერ

 
avatar