RSS
 

აკაკი წერეთელი / გორი

18 მარ 2016
გორო, ქართლის შუაგულო
მეთაურო ქართლისაო,
ადრე ღირსად წამებულო,
დღესაც მთქმელო მართლისაო!

ძირს გორის-ჯვარი დაგყურებს,
მაღლით თვალი უფლისაო,
ერთგულო და საიმედო
წილხვედრის ღვთისმშობლისაო!

ძველად მისთვის სისხლის მღვრელო.
დღეს ცრემლის და ოფლისაო;
ტყვის დამხსნელად მონამზადო,
საიმედოვ ობლისაო!

გამხნევდი, გაგვილომგულდი,
მუხლი მოიბი მგლისაო,
გაჰკაფე, გადაიარე
გრძელი გზა მომავლისაო.

დასთესე თესლი კეთილი,
შესარგო მამულისაო,
და ნახავ ნამგლის ტრიალსა
“ჰოპუნით” მომკელისაო.

დამატებულია Giorgi-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: აკაკი წერეთელი | ნანახია 426-ჯერ

 
avatar