RSS
 

აკაკი წერეთელი / გულის პასუხი

18 მარ 2016
ცრემლში მილესავს ნაღველი
და მელნად ის მიხმარია!...
შიგ თაფლი არის ნარევი
და ზოგან ცხარი ძმარია!..

ზოგს ეტკბილება, ზოგს არა,
მაგრამ რა ჩემი ბრალია?
ბულბული ვარდს და ეკალზე
თანსწორად მომღერალია!

დამატებულია Giorgi-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: აკაკი წერეთელი | ნანახია 414-ჯერ

 
avatar