RSS
 

აკაკი წერეთელი / იმერული სიმღერა

13 ოქტ 2016
​პატარა საყვარელო,
რისთვის მომიკალ გული?
გალიაში გაგზარდე,
ვით მაისის ბულბული.

შაქრით მყავდი გაზრდილი,
შენთვის ვლე კიდის-კიდე!
პატარა საყვარელო,
ცეცხლი რად მომიკიდე?
გული შენ მოგიძღვენი,
სულიც ხომ შემოგწირე!

პატარა საყვარელო,
შენ რაღად დამამცირე?
რომ დამგმე უმიზეზოდ
და გამცვალე სხვაშია;
მიჯობს დამწვა ცეცხლითა,
ან ჩამაგდო ზღვაშია!

პატარა საყვარელო,
ჩემო მკვლელო, უგულო,
გალიაში გაზრდილო,
გაზაფხულის ბულბულო!

დამატებულია Giorgi-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: აკაკი წერეთელი | ნანახია 560-ჯერ

 
avatar