Lexi.Ge - ანრი რომანაძე/თვალები შენი განსხვავებული... - 16 დეკემბერში 2016
RSS
 

ანრი რომანაძე/თვალები შენი განსხვავებული...

17 დეკ 2016
როცა დავჯდები დასაწერად კალმით რვეულთან,

ფიქრით შენთან ვარ,მაგრამ ვნატრობ,ვიყო სხეულთან

გადამიგდია სულ ყველა საქმე ფიქრების გარდა,

რომ შემოაწვა უშენო წამი გულს მძიმე დარდად,

დავიარები დაღონებული,ფიქრით გართული,

არ მავიწყდება არცერთი წამით,ჩვენი წარსული,

როცა გიხილე თაფლისფერ თვალებს შევჩერებოდი,

ამქვეყნად უფრთო, ღვთის ანგელოზად მეჩვენებოდი,

ის რომ შემეძლოს სიტყვით აღვწერო ჩემი განცდები,

უმალ გეტყოდი, "მე შენ მიყვარხარ" და მე არ ვცდები,

მაგრამ სიტყვები ამქვეყნიური ამას ვერ აღწერს,

ბევრი კვდება და ამ სათნოებას მაინც ვერ აღწევს,

მე კი ვიგრძენი,სულში ჩამიჯდა როგორც სინათლე,

როცა დერეფანს მივუყვებოდი და შენ გინატრე,

იმ დერეფანში მე კარგად მახსოვს შენ გამატარე,

თვალი დავხუჭე მე შენ მოგენდე და შენ მატარე,

ასე მითხარი რომ ჩაიფიქრე შენ რაც გინდაო,

მე კი ვიფიქრე უშენოდ ყოფნა მე არ მინდაო.

ხელი ჩაგკიდე თვალი დავხუჭე ასე მოგყევი,

ნატვრის ბილიკზე თვალდახუჭულმა შენ გამოგყევი,

ახლა კი ვხვდები,გულით ნანატრი თურმე სრულდება,

ყოველდღე გნატრობ და იმედი მაქვს ამისრულდება,

მე შემიყვარდა თვალები შენი განსხვავებული,

მასში ვიპოვე რაც სხვაში ითქმის არარსებული,

სიკეთით სავსე თითქოს უმწეო სევდას ნაჩვევი,

ბედნიერების წუთებით ტკბობას გადანაჩვევი,

მე სულ ვეცდები იქ დავაბრუნო კვლავ სიხარული,

მას დავანახო მე ამ თვალებით ღრმა სიყვარული,

თამამად ვიტყვი ასეთი გრძნობით ცოტას უვლია,

ჩემი გული კი ამ გრძნობის ცეცხლით დაფარულია...

ეძღვნება ლანას

დამატებულია Likju-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სასიყვარულო | ნანახია 250-ჯერ | ექსკლუზივი

 
avatar