RSS
 

"არ შემეტლიკინო"... მომისმინე!

28 ნოე 2015
ეხლა უშენობით მოვიწყინე,
ეს დღეც თეთრ ღამეებს შევამატე.
"არ შემეტლიკინო", მომისმინე!
ეხლა უსაშველოდ მომენატრე ....
---
მომენატრე განა როგორც
ნაპოლეონს ჟოსეფინა,
ყმაწვილ დანტეს ბეატრიჩე
და ჟო ფრეის ანჟელიკა...
მომენატრე ისე როგორც,
დამშეულ ხალხს ლუკმა პური,
ობოლ ბავშვებს დედის სითბო
და ან სულ სხვა სუფთა გრძნობით..
---
ზემოთ ჩამოთვლილებს
სწამდათ სიყვარულის,
ჩემთვის სი-ყვა-რუ-ლი
მხოლოდ მარცვლებია.
დღეს შენ რომ გიყურებ
მოდი დამიჯერე,
ეს მათ "სიყვარულზე"
უფრო გულწრფელია ...

გვანციი ♥ ))
16.11.2015

დამატებულია GvaNcii-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სასიყვარულო | ნანახია 397-ჯერ

 
avatar