RSS
 

არ წამიკითხო, თუ შეიძლება

08 იან 2016
ვცოდე უფალო! და შეგვიწყალენ, -
მხოლოდ შენთან და შენში ვარ წრფელი, წმინდა, უტეხი.
ეს ნასიზმრალიც რომ არ გამეთქვა, ვერ შევიძელი:
1
...ელტონ ჯონივით ბუნჩულა კაცი ფხანდა ცოლისდის
ნაყვავილარ მკერდს;
2
ანჩხლობდა დილა გაუპარსავი, იეჭვიანა ალბათ მიმწუხზე.
3
რა ესაქმება მფეთქავ კვირტებთან მანერალურ ჯაზს, პიკასოს
|"მუმუნს|", ან თავის ქალას მოცარტის ძაღლის?
4
იგულისყურე:
უკრავს შიბაქზე უბნის გიჟი და - ლამაზი კახპა
მკვრივ თეძოების ჟინიან რხევით
წერს ნეტარების იეროგლიფებს.
5
აქ - ხატებიც კი ტირიან ღამით;
ედემურია ეს ჯოჯოხეთი, როცა სიბერის ჭრიალებს ჭერი
და უმეცრების
გვირგვინს უსხლტები.
6
მე გამოუტყდი ჩაქვირითებულ კალმახს, სიმუნჯევ:
- რომ სუნი აგვდის
სისხლის ყივილზე დაბურძგნულ ქვების;
7
და ძალიან გთხოვ, ნუ მითვალთვალებ, ნუ მიწრუპუნებ,
გაშიშვლებულ სულს,
უთვალავზე მეტ ციცინათლებით
არიალებულს რომ ვერწყმი უკუნს.
8
აის სიზმარი რომ არ ამიხდეს, ვურტყამ სამნახად
სანთლის არაყს და,
ბნელზე აფრქვეულ კოცონს ზემოდან დავტრიალებ
ჩემს გვამს მიგდებულს.
9
არ წამიკითხო, ვაშინერც, შენთვის, არ შეტოპო და
არ შეაშოთო
ნაოცნებარის წმინდა ცხედრები...
10
არ წამიკითხო, გემუდარები...
იდექ! იყუჩე! - სანამ სიჩუმე არ შემოგიღრენს, და არ აუვა
კამკამა კვამლი,
ბავშვობის ტბორში ჩანამზერსა და,
ჩანაცრისებულ მესაიდუმლეს.

დამატებულია satanjo-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია 437-ჯერ | ექსკლუზივი

 
avatar