RSS
 

არ ვარ უჟმური !

28 ნოე 2015
რატომ გგონივართ ყველას უჟმური,
უბრალოდ ხასიათი მაქვს რთული.
რატომ გგონივართ ყველას უჟმური,
სულ, რომ ვიცინო ვიქნები "ჟმური"?
სულ, რომ ვიცინო თუნდაც ძალითაც
ამითი კარგო რა შეიცვლება,
მე, რომ მოვირგებ სიცილის ნიღაბს
ჩემში ჩემი "მე" არ შეიცვლება.
თქვენ მოგატყუოთ ვითომ ვიცინი?
არ შემიძლია ამ მხივ ტყუილი,
დღეს რომ ნიღაბი მოვირგო რამის
ხვალ სინამდვილე გამიჭირდება.
მე ასეთი ვარ და ასეთად მცნობთ,
ვერ შევიცვლები ვერავის გამო
თუნდაც ოდესმე, რომ შევიცვალო
ჩემს "მეს" დავკარგავ მე სამუდამოდ...
ისეთი არ ვარ, როგორიც ვჩანვარ
ასეთი სწერვა მე სულაც არ ვარ,
არც ცანცარა ვარ ხან, რომ ვამჟღავნებ,
ხან ემოციებს სწორად ვერ ვარგებ.
მხოლოდ ის ვიცი, არავის გამო
შეცვლა, რომ არ ღირს თან სამუდამოდ.
და თუ ოდესმე მე შევიცვალო
მიხვდი, რომ მე "მე" დავკარგე კარგო ...

გვანციი ♥ ))
13.01.2015

დამატებულია GvaNcii-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია 416-ჯერ

 
avatar