Lexi.Ge - ბექა ახალაია
RSS
 
განახლებადი კატეგორია - "აკაკი წერეთელი (72) " (მოითხოვე შენთვის სასურველი ავტორი ან ლექსი)

ბექა ახალაია / ცნობისმოყვარე

23 აპრ 2012
ვინმემ ამ ლექსზე იქნებ იფიქროს, ვითომ არც ღირდა,
მაგრამ შენთან ხომ ვერ გავექცევი ნაჩვევ ტირადებს,
მე რომ ერთხელაც მკვდარი ვეპოვნეთ ტობა - ვარჩხილთან,
მაინტერესებს, კოლხი ქალივით თუ მიტირებდი.

 
 
 

ბექა ახალაია / ცვალებადობა

23 აპრ 2012
ქეთი,შენ ახლა ტყავგადაკრულ დივანზე ზიხარ,
ვერ შეველიეთ რახანია კონტრასტულ ფერებს,
ჩვენ ერთმანეთი ჩემო კარგო გრაფიკით გვიყვარს,
ოთხ საათამდე ყოველ ღამე-თორმეტის მერე.

 
 
 

ბექა ახალაია / ჩვენით ვამაყობ

23 აპრ 2012
ჩვენით ვამაყობ,ვიამაყებ ქვეყნად თუ რამით,
ვატყობ,მომიწევს უეჭველად შენი მხილება-
გიყვარს ძალიან (როგორც ვიცი) დილის ბურანი,
ჩემი ჩვევაა სადმე პარკში შემოდილება.

 
 
 

ბექა ახალაია / შენ ვერ დამიფასე, მე ვერ...

23 აპრ 2012
ღმერთის სამყოფელის დაბლა,
მკვდრების სამყოფელის ზევით,
გულში გავიტარე დამბლა,
შენი საორჭოფო ქცევით.

სადღაც კლდეებია სალი,
ქარი შენს წამწამებს არბევს,
ხავსი მოედება მალე,
ჩემი ოცნებების ნანგრევს.

 
 
 

ბექა ახალაია / შებრუნება

23 აპრ 2012
რაც მართალია,მართალია,შენ ჩემო ა ქ ე ბ,
მიწაში რომ ხარ,ზევითა ხარ ორი იმდენი,
ცხოვრობ მშობლების ნაყიდსა და ჭერიდან ნაგებ
სახლში(მოყვარე გემდურის და მტერი გენდობა)...

 
 
 

ბექა ახალაია / ღამე ვარსკვლავებს ციმციმით დაღლის...

23 აპრ 2012
ღამე ვარსკვლავებს ციმციმით დაღლის,
დღე მიიცვალა,კომაში მყოფი,
სადღაც ბუჩქებში წკმუტუნებს ძაღლი,
სოფლის წყაროსთან გავარდა თოფი.

 
 
 

ბექა ახალაია / უძღები ქმრის დაბრუნება

22 აპრ 2012
მოვდივარ,ბევრგან დასერილი (შიშველი) ფეხით,
ვამჩნევ,თანდათან ძილივით რომ მერევა დაღლა,
უბრალოდ მე ვარ(მეოცნებე),უბრალოდ გლეხი,
მოვდივარ მარტო,ხმის გამცემი არავინ მახლავს.

 
 
 

ბექა ახალაია / ტესტი

22 აპრ 2012
დილიდან ვფიქრობ,რა მოხდება ხვალე და აწი,
ვერ გიყოფ სხვასთან (როგორც ხედავ) სადაო ნობათს,
ქალი ხარ მაინც,რას გაგიგებს საწყალი კაცი,
და ასე უნდა შეგიმოწმო ჩემდამი გრძნობა:

 
 
 

ბექა ახალაია / რობაიები

22 აპრ 2012
სოფლის ქალები აქუჩებენ საქმეს დროებით,
(ანკესსაც უნდა შეეგუო,რახან მოები),
მერე საკუთარ სატკივრებზე ჩამოსხდებიან,
და ჭორაობით იმარცვლება საღამოები.

 
 
 

ბექა ახალაია / რეინკარნაცია

22 აპრ 2012
შენ ,,მე" იყავი, ,,ის" იყავი, ,,შენ" კი თავისთა-
ვად შენ იყავი,ახლაც ხარ და ასე იქნები
ყოველთვის.პაპამ შეგასწავლა ალბათ ავის და
ცუდის გარჩევა,წაგაკითხა საღვთო წიგნები,

 
 
 
1 2 3 »
ლექსების რაოდენობა 15 თებერვლის ჩათვლით - "2381" (მოითხოვე შენთვის სასურველი ავტორი ან ლექსი)