RSS
 

ბელა შანავა

02 მარ 2016
ჩვენს გაღრმავებულ არსებობას არ უჩანს ფსკერი.
ოქროსფერია ღამეები, დღეები ჭრელი.
და ახლო-მახლო მარტი ხატავს წვიმიან დილას.
ჩვენი ხელებით შეიმოსა ცივი კედლები.
ცვილით ნაძერწი სხეულები იწყებენ დნობას.
ყვითელი სახე დაამწყვდიეს ცისფერ სარკეში.
ჩვენს გაღრმავებულ არსებობას არ უჩანს ფსკერი.
ოქროსფერია ღამეები, დღეები ჭრელი.

დამატებულია belabela-ს მიერ

 
 
 

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია 439-ჯერ | ექსკლუზივი

 
avatar