RSS
 

ბელა შანავა

02 მარ 2016
ქარი მომიტანს შვებას.
წვიმა მეფერება, მიბეკნის თმებს.
რომ ყოველ ღამე დავძრწი ქუჩებში,
შფოტვარე სახით და განათებულ აივნებს ვარიდებ მზერას.
მე ძრწოლა ატანილ თეთრ თითებს ვხედავ
ღამის ნაფლეთებს რომ ხლეჩს მზის კედელს
და მხარზე მაზის წამი, უჩინარი,
მეშინია და ქარი მომიტანს სხვა ქვეყნის შვებას.
სამოსს მიკერავს ვიღაც მზის სხივით,
წვიმა მეფერება მიბეკნის თმებს,
მე ყოველ ღამე დავძრწი ქუჩებში.

დამატებულია belabela-ს მიერ

 
 
 

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია 447-ჯერ | ექსკლუზივი

 
avatar