RSS
 
განახლებადი კატეგორია - "აკაკი წერეთელი (72) " (მოითხოვე შენთვის სასურველი ავტორი ან ლექსი)

ბესარიონ გაბაშვილი / მარად შენ მიმაჩნდე

30 აპრ 2012
მარად შენ მიმაჩნდე ჩემს დამფარველად!
მუნითა ვარდს მიფენ, ვით ამბარებით.
ვიცი დღენი მიხსენი შენს დამსახმელად,
თავს მით შემოგწირავ მის სამარებით.

 
 
 

ბესარიონ გაბაშვილი / მამამან გფაროს

30 აპრ 2012
მამამან გფაროს,
ძემან დაგცვაროს,
სულმან სამსებით გცეს ვარდის კონა!
გატრფოს ზენამა
სულთ მალხენამა,
მას აღემსჭვალო, სხვა არას მგონა!
გიკურთხნეს ძენი,

 
 
 

ბესარიონ გაბაშვილი / ირაკლი მეფის ქება

30 აპრ 2012
ღმერთო! მოეც დიდი დღე,
მტერზე განაძლიერე,
ობოლთ, ქვრივთა, გლახაკთ მწე,
ირაკლი!

 
 
 

ბესარიონ გაბაშვილი / დილას მთიებს

30 აპრ 2012
დილას მთიებს აღმომჭვირვალს დახედა;
მიცი, მზეებრ სხივთა მტყორცნის ისარად;
გულო, ტრფობის კლასებს ზესთა დახედა,
რადგან სატრფოს სამყარო უძს ის არად.

 
 
 

ბესარიონ გაბაშვილი / დედოფალს ანაზედ

30 აპრ 2012
ვარ უცხო ვინმე ყარიბი
ამა სიტყვისა მხმობელი,
ამა მუხთლისა სოფლისა
მაგინებელი, მგმობელი:
მონა ვარ მისი მუდამ ჟამ
და მისი შემამკობელი ―
იგია ჩემი ხელმწიფე
და ჩემი დამადნობელი!

 
 
 

ბესარიონ გაბაშვილი / ***

07 აპრ 2012
როცა წაგიყვანს ველური ჟამი,
რომ არ დაგრჩება არც ერთი წამი,
დასრულდება თვით დაუსაბამო,
რას დაუტოვებ შენ ამ სამყაროს?!

 
 
 

ბესარიონ გაბაშვილი / სტვენს ბულბული

12 მარ 2012
სტვენს ბულბული ვარდსა ზედა,
ხმა საბრალოდ მეამედა;
კოცნა ვეღარ გაებედა
საბრალო აირა,
ხმა დამთვრალო აირა,
მაისობ, ისარს ისობ,
ის გიხარის, ვაი, რა!

 
 
 

ბესარიონ გაბაშვილი / ტანო ტატანო

16 თებ 2012
ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო!
ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო!
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო!
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო!
პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო!


 
 
 
სრულად წაკითხვა

კატეგორია: ბესარიონ გაბაშვილი | ნანახია 1865-ჯერ

 
ლექსების რაოდენობა 15 თებერვლის ჩათვლით - "2381" (მოითხოვე შენთვის სასურველი ავტორი ან ლექსი)