RSS
 

ჭაღარა ბებო ♥ ( ეგოისტი მე :D )

28 ნოე 2015
ყველაზე მეტად სადმე წასვლა რატომ არ მიყვარს?
უნდა მოვშორდე იმ ერთადერთს, ჭაღარა ბებოს,
ვერ მივეკვრები მე იმ ღამეს მძინარეს გულზე
და ვეღარ ვიგრძნობ მე მის კოცნას, შუაღამეს შუბლზე...

ყველაზე მეტად სადმე წასვლა რატომ არ მიყვარს?
ვერ შეველევი მე ბებიკოს ზრუნვას და სითბოს,
მთელი ცხოვრება გავიხსენებ ბებიკოს "ჯუჯღუნს"
ყოველ დილით, რომ მაღვიძებდა ცხრაზე სკოლის დროს...

მიყვარხარ ბები, ვერასოდეს ვერავინ შეგცვლის
მიყვარხარ ბები და ვიქნები მუდამ შენს გვერდით.
არ მომბეზრდება არასოდეს მე შენი ზრუნვა,
არც შენი სითბო, სიცილი და ნერვების მოშლაც...

ვიეგოისტებ მე ყოველთვის ყველა მათგანზე,
ვინც კი ოდესმე მოგეხვევა... თუნდაც ჩემს ძმაზეც...
ერთი გახსოვდეს, სულ რომ ნერვი გქონდეს "დათხრაზე"
უნდა გიყვარდე, უფრო მაგრად ყველა მათგანზე ... <3 <3 <3

GvaNcii ♥ ))
8.02.2015

დამატებულია GvaNcii-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია 455-ჯერ

 
avatar