RSS
 

*** (ჩემი მზისფერთვალა გვირილა ხარ)

26 იან 2016
ჩემი მზისფერთვალა გვირილა ხარ ,
ჩემთვის დაკრეფილი სილამაზე,
იცი ? ჯერ არასდროს მყვარებია
ქალში სულიერი სილამაზე.
სხეულს გავძარცვავდი უცხო ხედვით,
დავაჟინდებოდი სითამამეს,
მერე ქარს ვატანდი ყველა განცდას,
ყველა გამოძერწილ სილამაზეს.
დროს ხომ ყველაფერი შეუძლია,
ის ხომ წლებსაც ართმევს სითამამეს,
ქალსაც გამოსტაცებს მიხვრა მოხვრას,
წარსულ დაუტოვებს სინარნარეს.
შენ კი მარადიულ დროს გამსგავსებ,
ისიც ვერ მოგტაცებს სიკაშკაშეს,
სულში გვირილები ჩაგისახლდა,
შენში რომ ასხივებს სისპეტაკეს.
ჩემი მზისფერ თვალა გვირილა ხარ,
ქვეყნად ახლა ვინ მყავს შენზე კარგი..
იცი ჯერ არასდროს მყვარებია,
ასე გამეტებით უცხო ქალი.

დამატებულია Giorgi-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: მარიამ კვაჭაძე | ნანახია 528-ჯერ | ექსკლუზივი

 
avatar