RSS
 

ჩემი სამშობლო

30 იან 2017
საქართველოა ეს ჩემი ტურფა
მიწა, ღვთისშობლის წილხვედრი მხარე
ჩემი სამშობლო რწფელი და სუფთა
უსპეტაკესი თან მოელვარე

და უმდიდრესი ყველა კუთხეში
კულტურითა და ტრადიციებით
კახური ღვინის სასმისით ხელში
ჩვენ ვადღეგრძელოთ ქართული მთები

ვეფხისტყაოსნით ვართ ამაყები
რუსთაველით და გენიოსებით
და გორგასლისგან დანაბარები
ჩვენ მოვიტანეთ სარწმუნოებით

და რა სჯობია უცქერდე ქართულ
ზღვასა და მდელოს, ტყეებს და დიდ მთებს
ციხე სიმაგრეს მრავალჯერ ტანჯულს
და ჩვენ უძველეს დიდ ეკლესიებს

ცა ფირუზია ხმელეთ ზურმუხტი
და მთები მისი ციდან შობილი
საქართველოა დიდი წალკოტი
ღმერთისგან არის ის დალოცვილი

თუ სადმე არის დედამიწაზე
ამქვეყნიური სამოთხე, ლაღი
ულამაზესი ამ ქვეყანაზე
საქართველოა ედემის ბაღი

ისტორიაში მრავლად ტანჯული
და აღდგომილი ისევ და ისევ
კვლავაც აღდგება ჩემი მამული
დავითის სული გამოიღვიძებს

გამოიღვიძებს ქართული სული
და ჩვენ შევხედავთ ჩვენს მიწას მზიანს
და კვლავ აღდგება ქართული გული
და ჩვენ ვიხილავთ ჩვენს მამულს მთლიანს

ილიასაგან დანაბარები
კვლავაც გახდება ჩვენი ცხოვრება
და კვლავ დარეკავს ჩვენი ზარები
და მაშინ ღმერთი მოგვცემს ცხონებას.

დამატებულია torniketornike-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია 373-ჯერ

 
avatar