RSS
 

ჩემში ჯოჯოხეთია

22 მარ 2017
ჩახუთულია ჰაერი
და არაფერი არ იძვრის
და უკუღმართი ნამღერი
ამ ჩემს თავში ხომ ქვას ისვრის

აქ სიოც აღარ შემოდის
ლერწამი გახმა, დაღონდა
მე ხომ სიყვარულს ველოდი
მაგრამ სასჯელი აღმოჩნდა

ჩემს სულში თეთრი, ნათელი
გაქრა და მარტო დამტოვა
როგორც ჩამწვარი სანთელი
და მზეც ხომ აღარ ამოვა

და ამ უბედურ ტანჯვაში
დავრჩი მარტოდენ ეული
მძიმე ცხოვრების გავლაში
გავხდი ესოდენ სნეული

და ოკეანეც ბობოქრობს
ახლავს ტორნადოს ტრიალი
წვიმაც ხომ მათთან მეგობრობს
და მეც დავიწყე ღრიალი

ჩემში ხომ ეს ყველაფერი
ბედუკუღმართად ტრიალებს
არ მშველის მე არაფერი
თავიც ბურთივით ბზრიალებს

ინგრევა მეფის სასახლე
და თან იწვიან სახლები
მეც ჩემებური ვაახლე
აქედან ვეღარ გავქრები

და კვლავ ეშმაკი მაცდუნებს
მიმზადებს სახრჩობელასა
გადაღლილობა მადუნებს
ვერ ვუძლებ ამ ცხოვრებასა

მიწისძვრა ანგრევს ყველაფერს
ვულკანიც მოეიდინება
მე ხომ ვერ ვშველი ვერაფერს
მივყვები ოხერ დინებას

და ეს ადგილი სადაც ვარ
უკვე ხომ ჯოჯოხეთია
ძლიერი უკვე აღარ ვარ
მშველელი მხოლოდ ღმერთია

მე ისევ შენ გთხოვ უფალო
ყოვლისმქნელ, ყოვლისშემძლეო
მე ცოდვილი და უბრალო
ვტანჯულობ, და მიშველეო

დამატებულია torniketornike-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია 358-ჯერ

 
avatar
0
2
hands hands hands
avatar
0 Spam
1
ძალიან კარგი ლექსია სულში ჩამწვდა hands
avatar