RSS
 

დედი

19 სექ 2014
დაღამებულა,ანგელოზები ხომ უკვე გვწყალობენ?
ჰო შემოგევლე შვილო,ღამე ნებისა დედი,
დილა დათენილა,ალავერდს ლაჟვარდზე მტრედები გალობენ
ჩვენი ოცნების გასწვრივ ჩუმად ოცნებობს გედი.

დედი ვიცეკვოთ ტანგო,ღამის რომ იყოს ოთხი
შენი ნატანჯი გული მინდა ვატარო მორთხმით,
დედი მიყვარხარ ღამით,დღისით,თაკარა მზეში
ჩემი ნარწევი სული დღესაც გიჭირავს ხელში.

რა დამავიწყებს დედი,ღამით რომ ნანას მგვრიდი
ჩემს ოცნებებში ჩუმად ბოროტ სიზმრებს რომ შლიდი,
სულ მახსენებდი დილით სამივ თითებით ლოცვას
საღამოს ბებოს თავზე ძილის პირულა კოცნას.

სამსახურიდან მოსულს,დაღლილი სახით დედი
რომ გააღებდი კარებს მეათე სიზმარს ვწევდი.
შენს ნაჩუქურთმევს სახეს ვხედავდი ძილის წინაც,
დილით მზისაგან გამთბარ ღამის კონებით მძინარს.

დედი ამაგმა შენმა,ცხოვრების შორი ხედი,
ზედ თვალთან მომიწია ... შენს გასახარად დედი.

დამატებულია DuNa-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: ოთო გურგენიშვილი | ნანახია 1564-ჯერ

 
avatar