RSS
 

დედის გული

23 ოქტ 2017
ლეგენდაა თუ სიმართლე არვინ იცის ეს
მოსაყოლად ისეთია აატირებს მზეს.
თურმე ერთ ვაჟს შეყვარდა ქალი მზისა დარი
იმან თურმე არ გაუღო თავის გულის კარი.
უთხრა თუ გსურს დაგიჯერო, თუ ხარ გაბედული
და გიყვარვარ მომიტანე დედაშენის გული
მხოლოდ მაშინ შეგიყვარებ და გავხდები შენი
რადგან ტრფობას და სიყვარულს დიდი მსხვერპლი შველის.
სიყვარულით ბრმადახდილმა მიაშურა დედას
და თავისი სატრფოს თხოვნა ძლივს ძლივს გაუბედა
დადამ უთხრა შვილო მხოლოდ შენ იყავი კარგად
რას მიქვია ჩემი გული თუკი შეგიყვარდა.
არც უარი არც ყოყმანი არცა ცრემლთა დენა
მოიგლიჯა გული და შვილს ხელზე დაუსვენა
სატრფოსაკენ გაექანა ვაჟი კისრისტეხვით
სიჩქარეში უნებლიედ ქვას წამოკრა ფეხი.
დედის გული ხელზე უდევს სატრფოსაკენ ჩქარობს
გულმა უთხრა არ წაიქცე დედამ გენაცვალოს.
დედის გული გვიფრთხილდება დედის გულით ვბიჭობთ
ის მკერდიდან ჩვენზე ფიქრობს სულ რომ ამოვგლიჯოთ.
მოდით ავდგეთ და პირამდე გადავავსოთ თასი
არაფერი არის ქვეყნად დედის გულის ფასი.

დამატებულია Kakhi-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია 980-ჯერ

 
avatar