RSS
 

დეე იცი როგორ მიყვარხარ?

28 ნოე 2015
დეე იცი როგორ მიყვარხარ?
სიტყვებით ვერ აღვწერ ამ გრძნობას,
სუყველა რომ დავთმო ამ ქვეყნად
მე "შენი"_ს ვერ შევძლებ დათმობას ...
დეე იცი მე როგორ მიყვარხარ?
ღმერთებმაც მინდა გაიგოს
ამ სიყვარულის ნაგლეჯი
მთელმა მსოფლიომ აიღოს ...
დეე ასე როგორ მიყვარხარ
რომ ვეგოისტობ ჩემს ძმაზეც,
ალბათ ოდესმე გამიგებ
ვერ გამოვხატავ ამ ფიქრებს ...
ქვეყანამ მინდა გაიგოს,
როგორი კარგი დედა მყავს
სხვებს რომ ვერ უგებს დედები
მე პაემანზეც კი დამყავს ...
დე მე შენ ძლიერ მიყვარხარ
სიტყვეთ ვერ გეტყვი მაგ გრძნობას
სუ მილიონიც რომ მომცენ
"შენი"_ს ვერ შევძლებ დათმობას ...

გვანციი ♥ ))
14.11.2015

დამატებულია GvaNcii-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: ლექსები დედაზე | ნანახია 2802-ჯერ

 
avatar