RSS
 

მარიამ კვაჭაძე / ედემის ბაღთან

26 იან 2016
ედემის ბაღთან შევნიშნე ქალი,
სპეტაკი როგორც ღრუბელი მთებზე,
უჩვეულოა მისი ტუჩები,
შემოდგომისთვის ალუბლისფერზე.
მისი თვალები უძირო ცას ჰგავს,
ცაზე ცისფერი და უფრო მეტი,
მისი ლოყები ედემის ვაშლს ჰგავს,
ისიც ცბიერი და მიმზიდველი.
ედემის ბაღთან შევნიშნე ქალი,
მისი სხეული დაენთო ალებს,
ღმერთმა პირველი ადამი შექმნა,
მისგან აჩუქა სიცოცხლე ქალებს.
აელვებული ცბიერი ტანი,
ხარბად დაყრილი ნაწნავი მკერდზე,
ქალმა ეშმაკად ამიყოლია,
გაღვიძებულმა ვნახე ჩემს გვერდძე.
ცბიერი ღამის ქარაშოტ ქარებს
გადაულეწავს გრძნობების ბაღი,
ცბიერად ქალთან რომ ჩამეძინა,
გამომეღვიძა სუსხიან მარტში.
გაღვიძებულმა მე ვნახე ბავშვი,
ცბიერი ქალის გულსავსე მკერდძე,
აფეთქებული ალუბლის თვეში,
ყველაზე წმინდას შევეხე თმებზე,
მაშინ ვიგრძენი ის იყო შვილი,
სექტემბრის თვეში რომ იტყვის მამა,
ოქტომბრის თვეში გაივლის ფეხზე,
დეკემბრის ბოლოს საჩუქრებს ნახავს.
ედემის ბაღთან შევნიშნე ქალი,
მასში ორსული ჩაგორდა მთვარე,
მეცხრე თვის ბოლოს გვეყოლა ვაჟი
მაშინ მადლობა ვუთხარი ღამეს.
ჩემი ცოლი კი ისევ სპეტაკი,
აღარ ვამსგავსე იმ ცბიერ ქალებს.
მე არ მიყვარდა ედემის ბაღში
მაგრამ ორსული ცოლად ვიმსგავსე.
ედემის ბაღთან შევნიშნე ქალი,
სპეტაკი როგორც თოვლია მთებზე ,
უჩვეულოა მისიტუჩები,
შემოსგომისთვის ალუბლის ფერზე.

დამატებულია Giorgi-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: მარიამ კვაჭაძე | ნანახია 515-ჯერ | ექსკლუზივი

 
avatar