Lexi.Ge - ემიგრანტი სამშობლოს სიყვარულზე - 5 მარტში 2017
RSS
 

ემიგრანტი სამშობლოს სიყვარულზე

05 მარ 2017
ჩემი სამშობლო საქართველოა
მე სხვა სამშობლო არ გამაჩნია
სადაც ეხლა ვარ მხოლოდ სოროა
მე მისი ნდობაც არ გამაჩნია

მხოლოდ შენზეა ჩემი ფიქრები
გაღვიძებისას თუ ძილისპირულს
მონატრებაში მე თითქმის ვკვდები
არვინ მანიჭებს მე აქ სიხარულს

მე ოცნებაში შენი დიდების
ვპოვებ შვებას და ბედნიერებას
და ამაზეა ჩემი სიზმრებიც
და შენთან ერთად ვპოვებ დიდებას

და მე ვამაყობ რომ ვარ ქართველი
მეამაყება ყველაზე მეტად
ჩემი სამშობლოს გზა გამოვლილი
და მე მინდება ყოფნა კვლავ შენთან

შენსკენ მოვიღწვი, ერთი ცოდვილი
შენზე უსაზღვროდ შეყვარებული
შენი გულიდან ვარ მე შობილი
და შენზე ფიქრით ვარ აღგზნებული

შენს მიწას ვნატრობ, შენზე ბოდვებით
შენი ჰაერით ვარ მე მთრობელი
თბილისი არის ჩემი მშობელი
და მე მის ნახვას ისევ მოველი

და შევთხოვ უფალს, რომ მომასწროს მე
სამშობლოს მზიანს და ისევ მთლიანს
ნიკოფსიიდან დარუბანდამდე
მეც დამანახოს მე ოხერტიალს

და როცა მოვკვდე მე მოხვდე ღმერთთან
იქ იმ ზეციურ საქართველოში
წმინდა ღვთისშობლის წილხვედრ ქვეყანას
მე კვლავ ვიხილავ იმ სამეფოში

დამატებულია torniketornike-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია 78-ჯერ

 
avatar