RSS
 

გაიხედე გარეთ, ზეცა როგორ ტირის ...

28 ნოე 2015
გაიხედე გარეთ,
ზეცა როგორ ტირის,
ხალხის დანაშაულს
მხოლოდ ზეცა იმკის.
გაიხედე გარეთ ,
ქალი როგორ მირბის,
ის მის შვილზე ფიქრობს
წვიმის ქვეშ, რომ იცდის...
გაიხედე გარეთ,
ქალი მანტოს იხდის,
"ბავშვს არ შესცივდესო"
თავის თავს არ ჩივის...
გაიხედე გარეთ,
როგორ იკრავს გულში,
"როგორ გამეყინე,
გენაცვალე სულში".
ბავშვი ჩუმად ფიქრობს,
"იქნებ დედას სცივა,
და ჩემი გულისთვის
ის თავის თავს ჰყინავს.
მაპატიე დედი ,
ასე რომ გექცევი,
როცა გავიზრდები,
სულ გედგები გვერდში".
-დედი შენ არ გინდა?
ჰმ... გაბედა კითხვა,
-გენაცვალოს დედამ,
შენ იყავი თბილად.
-მაგრამ დედი შენ ხო
სულ კანკალებ ... გცივა?
-არა ჩემო კარგო,
შები სითბო მათბობს...
და გავიდა სითბოთ
სავსე 10 წელი,
დედა-შვილი ისევ
მიაბიჯებს ფეხით.
ისევ იწყო წვიმამ,
დედა იხდის მანტოს
შვილმა შეაჩერა:
-შენი სითბო მათბობს...
დედი გახსოვს მაშინ,
ისე ძლიერ წვიმდა
შენ გციოდა, მაგრამ
მე ვიყავი თბილად...
ეხლა გავიზარდე,
და ვისწავლე ბევრი,
დედის სითბოს თურმე
სულ ვერავინ შეცვლის.
უკვე დრო გავიდა,
ვალი დაგიბრუნო
გულში ჩაგიკრა და
ჩუმად გეჩურჩული...
დედი იცი ?! ვიცი
მაშინ შენც გციოდა
ეს მაშინაც მივხვდი
მაგრამ მეც მციოდა.
საკუთარმა გრძნობამ
ისე დამაბრმავა,
თითქმის გამეყინე,
მე კი ვიყავ მარდად...
ალბათ მაპატიებ,
დედის გული სხვაა,
ყველამ რომ დაგტოვოს
დედა არსად წავა.
დედას გაეღიმა, მიხვდა
მან რომ შეძლო
"ჩემნაირი შვილი
ნეტავ ყველას ერგოს"...
-ამაყი ვარ შვილო
გვერდით შენ რომ მყავხარ
ეხლა მამაშენთან
თვითონ წავალ თავად,
და ამაყად ვეტყვი
"იცი შენ რას კარგავ?
შენი შვილის სახით
ღვთის საჩუქარს კარგავ...
ეს კი მე შევძელი,
სულ მარტო და მკაცრად,
სამწუხაროდ ჩემს შვილს
ჯერ არ უთქვამს მამა..."
მაგრამ თურმე უფალს
ვყვარებივარ ძლიერ,
შენნაირი შვილი,
მჯერა არვის არ ჰყავს....
გაიხედეთ გარეთ,
ზეცა ისევ ტირის
და გოგონა დედას,
მიაცილებს... ტირის...
ეხლა გოგოს ტკივილს
ზეცაც ვეღარ იტევს
და მის ცრემლებს ზეცა,
წვიმის სახით გვიფრქვევს...
"არ დამტოვო დედა,
მეტს არას გთხოვ ქვეყნად,
მე ხომ შენს გარეშე
ნაბიჯს ვერ ვდგამ ვერსად...
თვალი გაახილე,
თუნდაც ერთი წამით,
უნდა გითხრა მე, რომ
შენ ხარ გმირი ქალი...
გასაჭირში მზრდიდი,
სულ მარტო და კენტად
მამამ მიგატოვა,
თუმც არ გითქვამს "ავი"...
მახსოვს მაშინ წვიმდა,
და ვიყავით კარში,
სახლი აღარ გვქონდა,
გავათიეთ ქარში.
მაგ დღეს ვერ ვივიწყებ,
ჩემს თავს ვერ ვპატიობ,
იმ შენს სიცივეს და
შენს გამოწვდილ "სითბოს"...
დედი არ დამტოვო,
სიზმრად მაინც მნახე
ვიჭორაოთ, როგორც
ზაფხულს, იმ ვახშამზე...
მაპატიე დედი, მაპატიებ ალბათ
დედის გული სხვაა,
ის სხვა გულებს არ ჰგავს ..

GvaNcii ♥ ))
20.10.2015

დამატებულია GvaNcii-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: ლექსები დედაზე | ნანახია 2653-ჯერ

 
avatar