RSS
 

შოთა ნიშნიანიძე / “ლეგენდა” (გალაკტიონს)

08 აპრ 2012
თქვეს ერთხელ სამთა ანგელოზთა:
როგორ დავბადოთ კაცი ყველაზე ბედნიერიც და უბედურიც,
რა დავაწყევლოთიან ისეთი რა დავანათლოთ,
ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც...

პირველად თეთრმა ანგელოზმა წარსდგა ნაბიჯი:
დავბადოტ კაცი მდიდარიო მაგრამ მახინჯი.
წითელმა:-ის სჯობს ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს,
ულამაზესი იყოს, მაგრამ უგარიბესი...

და ბოლოს,შავი ანგელოზი წამოიმართა
და შავი სიტყვით განუცხადა ცათა ბინადართ:
სასჯელი გინდათი! მაშინ,დიდი კაცი დავბადოთ, სახელდიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს...

ოღონდ დავბადოთ სულთა მედროშე
უთუოდ მგოსნად და უთუოდ საქართველოში!
იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი,
თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი.........

დამატებულია Giorgi-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: შოთა ნიშნიანიძე | ნანახია 3976-ჯერ

 
avatar