RSS
 

გამორჩეული...როგორიც მარტი..

16 აგვ 2013
გაზაფხული ხარ ჩემი ცხოვრების,
ღრუბლიან წლების მარტის მზის დარი,
აფეთქება ხარ ჩემი გრძნობების,
გულში ნასროლი მწარე ისარი.

შენ ამინდი ხარ, მარტის ამინდი,
მარტის თვესავით გადარეული,
ხან წვიმიანი, ხანაც მზიანი,
შენი ბუნებით გამორჩეული.

გაელვება ხარ მჭებარე ზეცის
და გაზაფხულის წვიმის წვეთები,
ცელქი სიო ხარ შეშლილი მარტის,
კაცს რომ სახეში შეეფეთები.

დილის ნამი ხარ მწვანე ბალახზე,
მარგალიტებად მიმოდებული,
ნაშუაღამევს ცრემლად დაღვრილი,
მარტის მზის სხივით გაბრწყინებული.

შენ ატმის რტო ხარ აფეთქებული,
ატმის ყვავილი, ტრფობით გაშლილი,
გეალერსება ფუტკართა ბჟოლი,
შენი სიტურფით გრძნობა აშლილი.

ცისარტყელა ხარ ნაწვიმარ ზეცის,
და შეხამება ნაზი ფერების,
მიუწვდომელი, ღრმა და უძირო,
საოცნებო და მოსაფერები.

შენ კოკორი ხარ აპრილის ვარდის,
მაისის თვეში გადაიშლები,
ეს ყოველივე იქნება ჩემთვის
ბედნიერების უტყვი ნიშნები.

როგორ გაჯანჯლდა ეს გიჟი მარტი,
ვდგავარ შევყურებ, ჯკუიდან ვიშლები,
მაისის თვეში მე მოვალ შენთან,
მოვალ და შენზე დავინიშნები!

დამატებულია saloo-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: | ნანახია 555-ჯერ

 
avatar