RSS
 

ღრუბლის ქვეშით

12 დეკ 2015
მე კარგად ვარ
ღრუბლის ქვეშით,
თქვენ კი დარბიხართ,
ჩუხჩუხეთ,ხვნეშით.

ასე იყო ნუთუ
წინათ...
თქვენივე სამშობლოს
მითვისება გინდათ.

გგონიათ დამთავრდა?
ახლა დაიწყო.
ზოგი დავარდა,
ზოგმა ფეხი ეხლა აიწყო.

ერთმანეთს ურტყავთ,
ერთმანეთს ძარცვავთ,
კვადრატულ მეტრზე
არჩევნებს მართავთ.

მე კი ჩავხედავ
წარსულს თვალებში
და ვნახავ ქვეყანას
ეროვნების გარეშე.

ჩვენი ერი კი სხვა ქვეყნებივით
ბედდაჯერებულ ცხვარივით წავა.
ბოლოს მსოფლიო გამოდის ფარა,
ვერც დაინახავს უფსკრულში ჩავა.

ესე დარბიხართ
კისრების ტეხვით
მე კი კარგად ვარ
ღრუბლის ქვეშით.

დამატებულია niko-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია 302-ჯერ

 
avatar