Lexi.Ge - გიორგი ლეონიძე
RSS
 
განახლებადი კატეგორია - "აკაკი წერეთელი (72) " (მოითხოვე შენთვის სასურველი ავტორი ან ლექსი)

გიორგი ლეონიძე / ვეფხისტყაოსანს

08 ნოე 2015
ხელში აგიღებ... გაკოცებ,
კიდევ ჩაგკოცნი... ჩაგცქერი;
წიგნი კი არა, ― ჟრჟოლა ხარ,
ჩამოქაფული ჩანჩქერის.

 
 
 

გიორგი ლეონიძე / ნინოწმინდის ღამე

03 ივნ 2012
ნინოწმინდა... პალატები მეფეთა...
გალავანში - ჯამი აქაფებული,
შენი სახე რისთვის შემომეფეთა,
ხატი იყავ - ვეფხვი დაქალებული...

 
 
 

გიორგი ლეონიძე / ვუმღერ სამშობლოს

03 მაი 2012
სულ ჩემი გულის მონაწურია,
რაც დაეპწკარა ქაღალდს ლექსები,
ვუმღერ სამშობლოს, კიდევ მწყურია,
და მის სიყვარულს დავემწყემსები.

 
 
 

გიორგი ლეონიძე / წეროს თოვლი

12 თებ 2012
მზემ შეალბო შეყინული ბზარები,
დნება წეროს თოვლი:
რეკენ ყინვის იისფერი ზარები
უკანასკნელ თრთოლვით.

 
 
 

გიორგი ლეონიძე - ციცარი

10 თებ 2012
გადამაგდე და დამკარგე,
როგორც ჩერქეზმა ისარი»,
ასე გავარდა სამგორში,
ცას დაეხალა ციცარი.

 
 
 

გიორგი ლეონიძე / ქართულო სიტყვავ!

10 თებ 2012
პირველ მოწყვეტილ იების დღიდან,
მე ვარ დამწვარი შენი მსახური;
შენი თაფლი და მარილი მზრდიდა,
მზე შენ დამწერე და გაზაფხული.

 
 
 

გიორგი ლეონიძე / იორის ღამე

10 თებ 2012
მთვარე შრიალებს ფიჭვივით
დაუსრულებელ ოხვრაში,
ამოდის კოხტა ბიჭივით
ცისკარი ახალ ჩოხაში.

ეს მთვარე ვიღამ შეკერა,
ვინ არის მისი მკერავი?
ეს გული ვიღამ დასხლიტა,
ბურთივით გაუთქერავი?

 
 
 

გიორგი ლეონიძე / ყივჩაღის პაემანი

30 იან 2012
ყორღანებიდან გნოლი აფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.


 
 
 
სრულად წაკითხვა

კატეგორია: გიორგი ლეონიძე | ნანახია 3681-ჯერ

 
ლექსების რაოდენობა 15 თებერვლის ჩათვლით - "2381" (მოითხოვე შენთვის სასურველი ავტორი ან ლექსი)