RSS
 

მამა გიორგი(ოდიშვილი) / დიალოგი საკუთარ თავთან

05 მარ 2014
-კითხვა მაწვალებს, ჩემო თავო,გასაკვირველი,
ვინ არის ქვეყნად ბრძენთა შორის ბრძენი პირველი.

-შენ თავს ვფიცავარ, მე და შენზე ბრძენს აქ ვერ ნახავ,
პირველი მე ვარ და მეორე ნაღდად შენა ხარ.

-ერთი კითხვაც მაქვს, მიპასუხე თუ ხარ მსურველი,
სულელებიდან ვინ გგონია უფრო სულელი.

-რომ გიპასუხო ჩვენი სიბრძნე წამში გაქრება
ბრძნულად იყუჩე, სულელებთან რა გვესაქმება.
2003 წ.

დამატებულია Giorgi-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: მამა გიორგი(ოდიშვილი) | ნანახია 804-ჯერ | ექსკლუზივი

 
avatar