RSS
 

გიორგი ყელბერაშვილი "ადამიანურ"

12 ივლ 2017
ადამიანები გარშემო -ირგვლივ,
დადიან,
ბჭობენ,
ერთმანეთს გმობენ
რა რჩება ირგვილ
თუ აღარ ძმობენ?
მხოლოდ ადამი... ცალკეა -ობენ

სულიერება დაკარგეს გზად და...
გრძნობები აწ და
მათ გულებს აცდა,
ადამიანი ასეთი სახით
არ უნახია
არასადროს კაცთა.

აპოკალიფსი
იგრძნობა ახლოს,
თუმცა აქაა
მათ გულში სახლობს
ადამიანი ცოტაა ქვეყნად,
სხვა დანარჩენი
უბრალოდ "ხალხობს" [/b]

დამატებულია gi2gi-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია 269-ჯერ

 
avatar