RSS
 

გიორგი ყელბერაშვილი "იცი - მიყვარხარ?! "

08 იან 2017
იცი, მიყვარხარ?! ასე მარტივად
გაგეცინება, მაგრამ ასეა...
მე შენს მზერასაც ჩავთვლი პატივად
შემდეგ მოვარგებ ლექსის ხასიათს.

იცი, მიყვარხარ?! ვიტყვი ასჯერაც.
ლექსად წარმოვთქვამ, თუნდაც ვიყვირებ
სული ნატკენი რჩება ამჯერად,
გული კი მართლაც, ვერ გამიყინე.

შენს გულს კი მართლაც ჭირდება სითბო.
ამდენ სიცივეს ღრმად რომ ინახავ,
მალე მომხედე! ცხოვრებას გითმობ
სანამ აქ ვარ და სანამ მიყვარხარ...

დამატებულია gi2gi-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სასიყვარულო | ნანახია 763-ჯერ | ექსკლუზივი

 
avatar