RSS
 

გიორგი ყელბერაშვილი "შენი თვალები"

18 იან 2017
გარეთ ხმაური,
სულში სიჩუმე.
მე სიყვარული
ვერ გავიყუჩე!
თუ სიკვდილამდე
არ მომასვენა?!
გულის სიღმეში
ადგილს მივუჩენ.

ღიმილს დავიხმარ!
მოვეფარები...
რა დამავიწყებს
შენი თვალები,
ისე ზღვის ფერი,
ისე ნათელი
როგორც ოქროსფრად
დილის ტალღები.

აშრიალებდნენ
ამ თმის მშვენებას ,
ან შეყვარებულს
მე მეჩვენება?!
შენი სილაღე
შენი მშვენება...
რომ დაუკარგა
გულს მოსვენება

დამატებულია gi2gi-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სასიყვარულო | ნანახია 515-ჯერ | ექსკლუზივი

 
avatar