RSS
 

გიყურებ და ვხვდები

28 ნოე 2015
მე შენ გიყურებ და ვხვდები
როგორ მიყურებ და მკარგავ,
შენ კი არც კი ცდილობ კარგო
ხელი შეუშალო ამას.
მე შენ გიყურებ და ვხვდები
ვერვის ვერ შევხედავ ასე,
უკვე ოთხი დღეა გიცნობ,
ხუთი გათენდება მალე.
მე შენ გიყურებ და ვხვდები
ნელა როგორ მაცლი ძალას,
შენ კი ვერც კი ხვდები რატომ,
რატომ გეუბნები ამას.
მე შენ გიყურებ და ვხვდები
ნელა როგორ მირევ თავგზას,
ვიცი დრო რომ გავა მაინც,
შენთვის გაუყვები აღმართს.
მე შენ გიყურებ და მივხვდი
რომ შენ შენი ნებით მკარგავ,
ერთსაც დავამატებ ამბავს
მე ხელს არ შევუშლი ამას...

GvaNcii ♥ ))
31.07.2015

დამატებულია GvaNcii-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სასიყვარულო | ნანახია 501-ჯერ

 
avatar