Lexi.Ge - გრიგოლ ორბელიანი
RSS
 
განახლებადი კატეგორია - "აკაკი წერეთელი (72) " (მოითხოვე შენთვის სასურველი ავტორი ან ლექსი)

გრიგოლ ორბელიანი / მუხამბაზი

30 მაი 2012
ნუ მასმევ ღვინოს, — უღვინოდ ვარ მთვრალ შენის ეშხით, —
თვარა მიმუხთლებს და წარმოჰსთქვამს ენა ყოველსა,
ესდენ ხან კრძალვით დაფარულსა ღრმად ჩემსა გულსა:
უიმედოსა შენდა მომართ ჩემს სიყვარულსა,

 
 
 

გრიგოლ ორბელიანი / ***

10 თებ 2012
იმედო, ნუთუ ღმერთი ხარ, რომ ფიქრი ყოვლის შენკენ ჰრბის!
რომ ჩვენი სოფლად სიცოცხლე უშენოდ არა ნათლდების?
შენ გულს უმშვიდებ ნუგეშით ამა სოფლისგან დევნილსა,
შენ ცრემლსა უშრობ მტირალსა, შენ ატკბობ გამწარებულსა.

 
 
 

გრიგოლ ორბელიანი / ღამე

10 თებ 2012
მთოვარე, აშიკთ მოწამე, სიამით ნათელს მოჰფენდა,
ნიავი სუნნელთ ყვავილთგან ჰკრეფდა და ქროლით მოჰბერდა.
ბულბულიც ბუჩქში ფარულად ვარდსა გალობით შეჰსტრფოდა,
და მით გულს ცეცხლი ტრფობისა უმეტეს აღმეგზნებოდა.
ვაზნი ფურცელთა გარდაშლით ჩემზედ კამარას შეჰსდგმიდნენ.
მუნ სული ჩემი და გული ეშხის მახითა დაებნენ...

 
 
 

გრიგოლ ორბელიანი / გაზაფხული

10 თებ 2012
ყოველთ სულთა, საცხოვრებლად,
სასიამოდ, საშვებელად,
გაზაფხულით განიღვიძეს!
ნიავი ჰქრის სუნნელების!
მდელო ნაზად აღმწვანდების!
და მზემ სხივნი ჰყო უნათლეს.

 
 
 
ლექსების რაოდენობა 15 თებერვლის ჩათვლით - "2381" (მოითხოვე შენთვის სასურველი ავტორი ან ლექსი)