Lexi.Ge - ილია ჭავჭავაძე
RSS
 
განახლებადი კატეგორია - "აკაკი წერეთელი (72) " (მოითხოვე შენთვის სასურველი ავტორი ან ლექსი)

ილია ჭავჭავაძე / დაბნელდა სული, გარშემოც ბნელა

06 აგვ 2012
დაბნელდა სული, გარშემოც ბნელა,
სიცივე მკვიდრობს ეხლა ჩემ გულში;
აღარ მაქვს საზრდო სულისათვის მე
არც სიძულვილში, არც სიყვარულში.

 
 
 

ილია ჭავჭავაძე / დაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიან…

06 აგვ 2012
დაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიან,
მაგრამ კი ისე, რომ ჩემი კვალი
ნახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან,
თქვან: აღასრულა მან თვისი ვალი;

 
 
 

ილია ჭავჭავაძე / მესმის, მესმის სანატრელი…

06 აგვ 2012
მესმის, მესმის სანატრელი
ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა!
სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს
დასათრგუნვლად მონობისა.

 
 
 

ილია ჭავჭავაძე / უსულდგმულო ცხოვრება

06 აგვ 2012
უსულდგმულო ცხოვრება
ცის ნიჭად ნუ გგონია,
იგი მიწის ყოფილა —
რასაც ბოლო ჰქონია!

 
 
 

ილია ჭავჭავაძე / ბაზალეთის ტბა

11 ივლ 2012
ბაზალეთისა ტბის ძირას
ოქროს აკვანი არისო,
და მის გარშემო, წყლის ქვეშე,
უცხო წალკოტი ჰყვავისო.

 
 
 

ილია ჭავჭავაძე / ელეგია

30 მაი 2012
მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა
მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა
და თეთრი ზოლი შორის მთებისა
ლაჟვარდ სივრცეში დაინთქმებოდა.

 
 
 

ილია ჭავჭვაძე / ქართვლის დედას

14 თებ 2012
ქართვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა
უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა;
დედის ნანასთან ქვითინი მთისა
მას უმზადებდა მომავალ გმირსა...

 
 
 

ილია ჭავჭავაძე / გაზაფხული

12 თებ 2012
ტყემ მოისხა ფოთოლი,
აგერ მერცხალიც ჭყივის,
ბაღში ვაზი ობოლი
მეტის ლხენითა სტირის.

 
 
 

ილია ჭავჭვაძე / ყვარლის მთებს

12 თებ 2012
სამშობლო მთებო! თქვენი შვილი განებებთ თავსა,
მაგრამ თქვენს ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა:
თქვენ ჩემთან ივლით განუყრელად, ვით ჩემი გული,
თქვენთან, ჰე, მთებო, ბუნებითა შეუღლებული!
მახსოვს, ყრმა ვიყავ, ძლივს მოსული გონს და ცნობასა,
როს სიდიადე თქვენი მგვრიდა კანკალს, ჟრჟოლასა...

 
 
 

ილია ჭავჭავაძე / ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია

10 თებ 2012
ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია
ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..
აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია,
თუმცა ძველნი დაგვშორდნენ, ახალნი ხომ შენია...

 
 
 
1 2 »
ლექსების რაოდენობა 15 თებერვლის ჩათვლით - "2381" (მოითხოვე შენთვის სასურველი ავტორი ან ლექსი)