RSS
 

ილიას

14 დეკ 2015
ილია
კიდევ ღალატი და ორგულობა
ლაფში ვისვარეთ კვლავაც პირია
შუბლგანგმირული მაინც დიადი
წიწამურთან წევს დიდი ილია
მზე ჩამობნელდა მთები ატირდნენ
დაჰკარგა ერმა დიდი მოღვაწე
განა ეგონა და ან ელოდა
რომ ქართველები ასე მოკლავდნენ
მისი სახელი წმინდა სახელი
არ გაატანეს წვიმას და ქარს
ბოლო სიტყვები იყო ასეთი
ჰე არ მესროლოთ ილია ვარ
დროც კი შეჩერდა ბუნება მოთქვამს
ეპოქის არის აპოთეოზი
დასტირის ცხედარს ქართველი ერი
მწუხარედ უკრავს ქნარს ორფეოსი
უცხომ მოუკლა ერს წინამძღოლი
არა ის იყო ვაი ქართველი
მან შეარცხვინა თავის სამშობლო
ლაფში გასვარა ქართვლის სახელი
ილიას მოკლულს ზედ დააყოლა
ბოროტიანი ავი კისკისი
ილიამ მაიც ჰპოვა ქვეყნად სახელი
მან კი დაჰკარგა ქვეყნად სინდისი

დამატებულია tokio-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია 375-ჯერ | ექსკლუზივი

 
avatar