Lexi.Ge - ჯანო გიორგაძე
RSS
 
განახლებადი კატეგორია - "აკაკი წერეთელი (72) " (მოითხოვე შენთვის სასურველი ავტორი ან ლექსი)

სამშობლო / ჯანო გიორგაძე

03 ივლ 2013
მართლაც რა მოხვდა, ყველგან ცა არის,
მიწა - მიწაა! ხალხი - ხალხია!
თუმცა ასეთი ანკარა წყალი,
ამქვეყნად არსად არ მინახია!

 
 
 
სრულად წაკითხვა

კატეგორია: ჯანო გიორგაძე | ნანახია 847-ჯერ | ექსკლუზივი | მოითხოვე ლექსის mp3

 

ჯანო გიორგაძე / აგონია

31 იან 2013
მე ისე მინდა, ისე მინდა, შენს გვერდით ყოფნა,
რომ ვერ ვისვენებ, მოთმინება დავკარგო ლამის,
მე ისე მინდა, ისე მინდა, შენს გვერდით ყოფნა,
როგორ გავუძლო მწარე ფიქრებს, უძილო ღამის

 
 
 
სრულად წაკითხვა

კატეგორია: ჯანო გიორგაძე | ნანახია 844-ჯერ | ექსკლუზივი | მოითხოვე ლექსის mp3

 

ჯანო გიორგაძე / ***

31 იან 2013
კვლავ ვეღარ გნახავ,
მე შენს ტკბილ ხმას ვეღარ მოვისმენ,
ცრემლიანია ჩვენი ტრფობის
თავი და ბოლო,
გემუდარები მაპატიე თუ კი
ოდესმესმე
შენი თვალების სანახავად
მოვიდე მხოლოდ.

 
 
 
სრულად წაკითხვა

კატეგორია: ჯანო გიორგაძე | ნანახია 608-ჯერ | ექსკლუზივი | მოითხოვე ლექსის mp3

 

ჯანო გიორგაძე / შენ და პოეზია

30 იან 2012
ვერ ეთვისები შენ პოეზიას,
შენთვის არასდროს არ მღერის გედი,
ვერ გამიგია რა მიზეზია,
რომ არ გაღელვებს პოეტთა ბედი.

ლექსია ქვეყნად, რაც მაბადია,
ვილევი მე შენს წინაშე დარდით,
ო,რომ ვერა გრძნობ, რა ჟღერადია
„სილაჟვარდე და სილაში ვარდი"

 
 
 
სრულად წაკითხვა

კატეგორია: ჯანო გიორგაძე | ნანახია 651-ჯერ | ექსკლუზივი | მოითხოვე ლექსის mp3

 

ჯანო გიორგაძე / ***

30 იან 2012
ყაყაჩოებით მოქარგულ ველზე

მწუხრის ჟამს უნდა მოვიკლა თავი

გთხოვ, ერთხელ მაინც იტირე ჩემზე,

ერთი დღით მაინც ჩაიცვი შავი.

 
 
 
სრულად წაკითხვა

კატეგორია: ჯანო გიორგაძე | ნანახია 830-ჯერ | ექსკლუზივი | მოითხოვე ლექსის mp3

 

ჯანო გიორგაძე / უკვდავება

30 იან 2012
ჩვენს გაჩენამდე რაც დრო გავიდა

ანდა ჩვენს შემდეგ რა ჟამიც გავა

ამ ქვეყნად იმდენს რომ ვიცოცხლებდეთ,

მაშინ იმ ქვეყნად ვერავინ წავა.

 
 
 
სრულად წაკითხვა

კატეგორია: ჯანო გიორგაძე | ნანახია 680-ჯერ | ექსკლუზივი | მოითხოვე ლექსის mp3

 

ჯანო გიორგაძე / სოფელი

30 იან 2012
ისევ აქ ვარ, კვლავ ფრთებს მასხამს სიხარული
ვნახე მთები, ჩემი წყაროს წყალი შევსვი,
ჩამოვედი, მეგრძნო სოფლის სიყვარული,
დამცდენოდა, კიდევ თუნდაც ერთი ლექსი.

 
 
 
სრულად წაკითხვა

კატეგორია: ჯანო გიორგაძე | ნანახია 764-ჯერ | ექსკლუზივი | მოითხოვე ლექსის mp3

 

ჯანო გიორგაძე / მთვარე

30 იან 2012
დაბინდულ ზეცას
ვარსკვლავების მძივები რთავენ.
ღრუბლის ქულებში
წვიმის წვეთი ამოშრობილა,
ასეთი მთვარე
მთაწმინდაზე ჯერ არ შობილა,
გალაკტიონსაც არ უნახავს
ასეთი მთვარე.

 
 
 
სრულად წაკითხვა

კატეგორია: ჯანო გიორგაძე | ნანახია 613-ჯერ | ექსკლუზივი | მოითხოვე ლექსის mp3

 

ჯანო გიორგაძე / არ გაცივდეო...

30 იან 2012
ქუჩაში ვნახე დახეული დედის წერილი,
ავკრიფე კრძალვით,უეცარი ვიგრძენი სევდა,
სულ ორი სიტყვა იყო ბედად გადარჩენილი,
არ გაცივდეო - შვილს სწერდა დედა.


 
 
 
სრულად წაკითხვა

კატეგორია: ჯანო გიორგაძე | ნანახია 6457-ჯერ | ექსკლუზივი

 

ჯანო გიორგაძე / გურია

30 იან 2012
გულში სიმღერის მოდენა,
ბაღებში კოხტა ოდები,
ჭალაში სახლის ოდენა,
აგორებული ლოდები.

ეზოში მწვანე ბალახი,
ხეზე გასული ადესა
და მოფართხალე კალმახი
ამოყოლილი ბადესა.

 
 
 
სრულად წაკითხვა

კატეგორია: ჯანო გიორგაძე | ნანახია 7454-ჯერ | ექსკლუზივი | მოითხოვე ლექსის mp3

 
ლექსების რაოდენობა 15 თებერვლის ჩათვლით - "2381" (მოითხოვე შენთვის სასურველი ავტორი ან ლექსი)