RSS
 

კოსტა სანიკიძე/მიყვარხარ ისე...

28 ოქტ 2017
მიყვარხარ ისე, როგორც არასდროს,
აღარ დავიწყებ თავის მართლებას,
შენმა ღიმილმა აღარ განავრცოს,
რაც მე მეგონა, ის რომ მართლდება,

მიყვარხარ ჩემთვის, გადარეულად,
და ზუსტად ვიცი ვერ შეგელევი,
გადავიქცევი ისევ ეულად,
და ვისკის წვეთებს, კვლავ შევერევი,

მიყვარხარ ისე, მიყვარხარ ისე,
ღმერთებმა მინდა რომ შეამჩნიოს,
და მერე კოცნას მოგიძღვნი ისეთს,
ყველა პლანეტა რომ შეარხიოს,

და შენ მოგიძღვნი, ამ ერთ სამყაროს,
ყველაფერს დავთმობ, რაც გამაჩნია,
ამ დედამიწამ, სულ რომ ამყაროს,
უფალმა შენთვის მე გამარჩია,

მიყვარხარ ისე, როგორც არავინ,
და მეყვარები როგორც არასდროს,
და თუ გამომრჩა, რამე მთავარი
ლექსებმა მინდა, შემდეგ განავრცოს…

დამატებულია Likju-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სასიყვარულო | ნანახია 1083-ჯერ

 
avatar