RSS
 

ქუჩის სევდა

28 ნოე 2015
გზაზე გავიარე, ბავშვი დავინახე
მისთვის ეულად რომ იჯდა,
გზაზე გავიარე, ბავშვთან ჩავიარე
ლუკმას რომ ითხოვდა სხვისგან,
გული შემიღონდა მაგრამ მე რამექნა
იმწამს მე „თეთრიც“ არ მქონდა
იქვე მე მოხუცი კაცი დავინახე
პურის საცხობთან რომ იდგა
პური, რომ აიღო ბავშვთან მივიდა
გულში ჩაიკრა და უთხრა:
„ბაბუ მხოლოდ ერთს გთხოვ
მე არ დაგავიწყდე, სხვა მომგონებელი არ მყავს....
უკვე ჩემი დრო გასულია და
რაღაც ორი პარასკევი დამრჩა“
ბიჭი მიუბრუნდა, მაგრად ჩაეხუტა
ჩუმად ჩასჩურჩულა რაღაც,
კაცმა გაიღიმა, ხელი ჩასჭიდა და
ერთად გაუყვნენ აღმართს...

GvaNcii ♥ ))
13.11.2014

დამატებულია GvaNcii-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია 353-ჯერ

 
avatar