RSS
 
განახლებადი კატეგორია - "აკაკი წერეთელი (72) " (მოითხოვე შენთვის სასურველი ავტორი ან ლექსი)

ლადო ასათიანი / ალბომიდან

02 ივნ 2012
რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს,
რამ დამავიწყოს ეს ალუბლები!
იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ,
ამ სიყვარულზე ვესაუბრები.

 
 
 

ლადო ასათიანი / ექსპრომტები

17 მაი 2012
მამულიშვილო,კარგი გაქვს გვარი,
მაგრამ მამული რით დააფასე?
ერთხელ თუ მაინც
დაფიქრებულხარ,
რის მაქნისი ხარ ამ ქვეყანაზე?

 
 
 

ლადო ასათიანი / ციხის სიზმარი

22 აპრ 2012
როცა
მთვარე შეწყვეტს კაშკაშს
და ბნელს შემოიხვევს,
ისე, როგორც დაღლილ ვაჟკაცს,
მძიმედ სძინავს ციხეს.

 
 
 

ლაოდ ასათიანი / გალაკტიონს

22 აპრ 2012
საქართველოში შენს გარდა მგოსანს
დღეს ქების შაირს არ ვეტყვი, არა,
შენა ხარ ლექსის მეორედ მოსვლა,
და, რომ არ გითხრა, ივარგებს განა?!

 
 
 

ლადო ასათიანი / წარწერა წიგნზე

01 აპრ 2012
შენ წინათ ცაში დაქროდი,
ესიტყვებოდი ვარსკვლავებს,
და დედამიწის წალკოტი
არარაობად ჩათვალე.

 
 
 

ლადო ასათიანი / ანდერძი

23 მარ 2012
იყავი მუდამ ასე წარმტაცი,

არ შეარცხვინო შენი მანდილი,

გახსოვდეს მუდამ შენი ვაჟკაცი,

შუაგულ ცეცხლში გადავარდნილი.

 
 
 

ლადო ასათიანი / ფშავური ბალადა

23 მარ 2012
გადმოჰყვა ღამით ღრუბლების ბურანს

უზარმაზარი მხარ-ბეჭის რხევით,

დაეცა ზღაპრულ დევების ბუნაგს

შავნაბდიანი ცალთვალა დევი.

 
 
 

ლადო ასათიანი / წვიმაში

23 მარ 2012
სიხარულს გთხოვ, ― მწუხარებას მთავაზობ.
ნუთუ ასე დაგატყვევეს ფიქრებმა?
ცოტა კიდევ მოითმინე, ლამაზო,
და ნანატრი მთა-გორებიც იქნება!

 
 
 

ლადო ასათიანი / სასაფლაო

23 მარ 2012
ვის უნახავს სასაფლაო, უფლის ხელით დახატული,
აქეთ-იქით საფლავები და მათ შორის ნაკადული,
და მათ შორის ნაკადული, ვით სიცოცხლის ლურჯი თვალი,
ვით იესოს ტანჯულ მკერდზე
გადმომსკდარი სისხლის ღვარი?

 
 
 

ლადო ასათიანი / ქართლის გზაზე

23 მარ 2012
ჰეი, ძმობილო, შეხედე, რამდენი ყაყაჩო გაშლილა!…

რაც უფლისციხეს გამოვცდით, უფრო და უფრო გახშირდა;

მინდვრებს, გორაკებს, ფერდობებს ეფინება და ედება,

გზაში ყაყაჩოს შეხვედრა სიკეთედ დაგვებედება:

სულ ახალგაზრდა ვიქნებით, გული არ დაგვიბერდება!

 
 
 
1 2 3 »
ლექსების რაოდენობა 15 თებერვლის ჩათვლით - "2381" (მოითხოვე შენთვის სასურველი ავტორი ან ლექსი)