RSS
 

ანა კალანდაძე / ლაშარის გზაზე

11 ნოე 2015
ვუძღვნი არხოტელ ქალს,
ნათელა ბალიაურს-ოჩიაურისას

მარჯვე მუხლი გაქვს, ნათელავ,
გული – ყელთამდე მდიდარი.
ლემადესავით გადავლე
გზები ფეხმოუკიდარი. . .
ცხრა წყარო გადავიარეთ
პირმზითი, ნაპირმზითარი. . .
შენებრ ქალი არ მინახავს,
არც გზები ესევითარი. . .

დამატებულია Giorgi-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: ანა კალანდაძე | ნანახია 712-ჯერ

 
avatar