RSS
 

ოთო გურგენიშვილი / მადრიდული დილა

28 იან 2016


მადრიდში გათენდა.
კაფეში შევდივარ ვუკიდებ ყალიონს,
ფილტვებში ნახშირით ვუხვდები ალიონს ... !

ხალხი კი არა სჩანს,
არ სჩანან ჩიტები ...
მხოლოდ მუსიკოსი –
ქვაფენილს მიკრული.

ქუჩური ჰანგებით –
ნაშოვნი გროშებით,
ნაყიდი არაყით –
ზაფხულის ქოშებით!

ბარმენს ვეკითხები:
დრო არის ?
ჯერ არა –
მაშ როდის?
ჯერ არა –
რომ დაგვიანდეს? –
დრო ითმენს,თქვენ არა!

ირგვლივ ჩამოვარდა ღამის სიჩუმე და
აფექტის საათი დამდგარა კაფეში.
მე კი მადრიდული დილა ვიჩუქე და –
ქარიზმა გავახვიე რითმების ნამქერში.

ჩამოჰკრა საათს,დაიწყო პარადი,
აი ამოძრავდა ქუჩებში მასა –
მე კი კაპუჩინო ძირამდის დავცალე
როგორც მუსიკოსის უგროშო კასა.

გათენდა მადრიდში – გათენდა რა ხანია,
ქუჩაში მაესტრო გიტარას არ ტოვებს.
ბარმენს შევუკვეთე მადრიდის ლაზანია,
აკორდი ურტყამდა რიტმიან პანტომებს.

მე მოვრჩი ლაზანიას,
ანგარიშს მოვითხოვ ...
გარეთ ვიყურები –
მაესტრო მოგვითხრობს ...

მომრავლდა გროშები,
მომრავლდა ხალხი –
მაესტროს რიტმებში ერთვება ბახი!

იეგან სენტიმოს –
იეგან ხენტე.
ელ რიტმო დე მაესტრო –
კამბია ლა მენტე.

დადუმდა გიტარა,
სურს სული დალიოს.
ბარმენი მეძახის –
Muchacho Adios !!!

დამატებულია Giorgi-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: ოთო გურგენიშვილი | ნანახია 525-ჯერ

 
avatar