RSS
 

მახსოვს

25 ოქტ 2017
მე ამ ქალს ვიცნობ ,
მახსოვს ღიმილი მისი ,
იქნებ მივიდე ახლიდან გავიცნო,
გავახსენო მთაწმინდა თუნდაც ტბა ლისის,

მახსოვს თმის სურნელი მისი ,
მახსოვს გამოხედვა თუნდაც ერთი ,
ახლა კი გამხდარა გავიგე სხვისი ,
მე კი რატომღაც დამცინის ღმერთი,

შემოდგომამ ჩამოთოვა ფოთლები ,
მაშინაც შემოდგომა იყო როცა დამტოვა ,
უწინდებურად მახსენდება რატომღაც ,
უწინდებურად წელსაც მოთოვა ,

მაგრამ ამ წლებს რატომღაც აკლია ეშხი ,
რაღაცის დანაკლისს განვიცი ვფიცავ ,
ასეთი ფიქრები მე ვიცი შემშლის ,
მაგრამ ოცნებებს მე მაინც ვიცავ ,

პარკში მარტო ზის ვხედავ ,
რომ მივიდე რავუთხრა არ ვიცი ,
ალბათ ვინმეს ელოდება თქმასაც ვერვბედავ ,
რომ შევახსენო ბავშვობის ფიცი ,

მოდი მივალ და თავს შევახსენებ ,
გადავდგი ნაბიჯი მისკენ კანკალით ,
მივდივარ და უფრო მოკლდება გზა ,
მივედი და ვუთხარი სალამით ,

შემომხედა და მგონია მიცნო ,
ხელი აწია და ხელზე მომკიდა ,
უცბად გამოვფხიზლდი და ისიც გაქრა ,
ესეც მორიგი ილუზია ყოფილა .

დამატებულია chipo222-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: | ნანახია 773-ჯერ

 
avatar