RSS
 

მამა-შვილის საუბარი

14 თებ 2016
ცხოვრება მეზიზღება
უკვე მომბეზრდა სისტემა,
შემჭამა სტრადივარუსმა
და დამპალ პროტოკტისტებმა!

ისწავლე ბიჭო,თორემ
შენგან არაფერი გამოვა,
შენ გგონია შენი გრანტი
ფეხს აიდგავს და მოვა?

ამ გრანტის ნერვი არა მაქვს,
მომწყურდა თავისუფლება,
ბიჭებთან გასეირნება
და (გოგ.. ან არა)კომპიუტერის ყურება!

წადი ფიზიკა ისწავლე
კომპიუტერისა ყურებას,
შენს საყვარელ,სისხლით მონათესავე გრანტს
ხომ არ უტოვებ ვინმე სხვას?

ნუთუ მამ შენ ვერ მიხვდი
ვერ დაიჭირე ირონია,
სჯობია ვიცოდე სადაა ტატუ კლუბი
ვიდრე ვიცოდე სადაა პატაგონია!

შენ ვინახარ ქმნილებავ?
არაფერი გინდა გართობის გარდა,
მე ნორმალური ვარ,დედაშენიც
იქნებდა შვილო სხვამ გბადა?

ეტყობა ბიძაშენ ბონდოს
გენი გადაგეკიდა,
ხომ გახსოვს ბიძა ბონდო
ციხეში რომ ჩამოიკიდა?

კი მარა შვილო ფული სახლში
როდის უნდა მოიტანო?
შენით არაფერს აკეთებ,ფული კიარა
რეიტუზიც მე ხომ არ ჩაგიტანო?

სად მიმიღებენ მამიკო
გარეთ გრიპია და თოში.
ნუ დარდობ შენი სახით
მიგიღებენ ყველა მორგში.

გინდ არ გინდა ყველა ოჯახში
ეს სიტუაცია მოხდება,
გამოსავალი-ჩვენი ვალერიანის წვეთები
დალიეთ და ბრძოლა მორჩება!

დამატებულია niko-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სახალისო | ნანახია 685-ჯერ

 
avatar