RSS
 

მამი ჩამოდი ეზოში!

08 იან 2016
მამი, ხომ გიყვარს ბავშვები,
რატომ არ გვეთამაშები?!
ჩქარა ჩამოდი ეზოში,
ამდენ ხანს სახლში რას შვები?!

ჩამოდი, ფეხბურთს ვთამაშობთ,
კარში მეკარედ გვინდიხარ...
შენ სულ ჩამოსვლას გვპირდები
და სულ ძმაკაცთან მიდიხარ.

თუნდაც ფეხბურთის თამაშში
შენ შვილს ხომ უნდა იცნობდე?!
ჩამოდი, თორემ ფეხბურთსა
არ გათამაშებთ იცოდე!

დამატებულია ელიზბარგაბუნია-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: საბავშვო | ნანახია 501-ჯერ | ექსკლუზივი

 
avatar