RSS
 

მარიამ კვაჭაძე

16 ნოე 2016
შემოგეკედლები უცხოს მარტის თვეში,
ისე შემოგიჩვევ, ვით ხეს ხავსი აკრავს.
გულში ფესვს გავიდგამ,სულში გაგიჩნდები,
როგორც ატმის ტოტებს მარტი ყვავილს აბამს.
ღამეს გაგითენებ,დღეულს შენ მოგივლი,
თმებში გაზაფხულებს ჩაგიქარგავ..
ცაზე ცისფერი თუ აღარ მოგინდება,
შვიდ ფერს ცისარტყელად დაგიხატავ..
ქარი თმებს რომ გაშლის, წვიმას დააპირებს,
მძევლად მზეს წაიყვანს, სხივებს დაგიმალავს..
ოღონდ თვალზე ცრემლი აღარ დავინახო,
და მზეს წამში ერთხელ დაგიხატავ..
შენი ოცნებებით წლები ვიოცნებებ,
ყველას აგისრულებ, არცერთს დაგიკარგავ..
გაშლილ გვირილებში ეჭვით გადაითვლი,
ისევ მიყვარხარ, თუ უკვე არ მიყვარხარ..
შეგიყვარდები და მარტი შეგაეჭვებს,
თვალს თუ გავაყოლებ ქალებს მზის შესადარს,
შენში ნაკლს მოძებნი, თავს სხვას შეადარებ,
სულში ეკლიანს და თვალათ ზღვის შესადარს..
მარტი შეგაეჭვებს, თვითონ ეჭვიანი..
ფიქრებს აგიმღვრევს და გრძნობებს დაგიმალავს..
მე კი გავიფიქრებ , ჩუმად, მომღიმარი,
რომ მე შენი მსგავსი ქალი არ მიყვარდა.
მაისს დაემგზავრე, მარტი ანაწყენე,
შენში სიყვარულის კვალს რომ დაინახავს.
შენ რომ გვირილა ხარ, სხვას არ შეედარო,
ვარდი ეკლიანიც კი მინახავს..
მინდორს შეეჩვიე, სულ რომ შეგაცოცხლებს,
სხვისი საყვავილე არცკი შეგეხარბოს,
იქ ხომ სილამაზე უმალ დაბერდება,
ვერც კი გაგიბედავს ვინმე შეგედაროს..
მე შენ შემიყვარდი სულში გვირილებით,
და სულ მეყვარები ეჭვმა არ შეგცვალოს,
ოღონდ სხვასთან შეჯიბრს ნუღარ შეეჩვევი,
მაინც შენ მიყვარხარ, შენ და ეს სამყარო ...

https://web.facebook.com/tak.sagrishvili/videos/1865676256984633/

დამატებულია Kakhi-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: მარიამ კვაჭაძე | ნანახია 746-ჯერ | ექსკლუზივი

 
avatar